Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489932
Title: ოთარ და თინა პატარიძეები დედასთან - თამარ ალშიბაიასთან ერთად
Keywords: ჯგუფური
პატარიძე, თინა ელისეს ასული
პატარიძე, ოთარ (1943)
საფრანგეთის ემიგრაცია
ქართველი ემიგრანტი
ქართველები უცხოეთში
ალშიბაია, თამარ ვლადიმერის ასული
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან არიან: ოთარ პატარიძე (დ. 1943, პარიზი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, ელისე პატარიძის ოჯახში. აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთში არსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო მისი თავმჯდომარე 1987-1991 წლებში. 1971 წელს დააარსა ფოლკლორული გუნდი „მერანი“ (არსებობდა 1991 წლამდე), სადაც ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდებს შეასწავლა ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა. წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1991 წლის მაისში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში. მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არა ერთი უნიკალური დოკუმენტი; ოთარ პატარიძის და - თინა პატარიძე და მათი დედა - თამარ ალშიბაია, ლადიმერ ალშიბაიას ქალიშვილი და ქართველი ეკონომისტის და სამხედრო პირის - კონსტანტინე (კაკო) ალშიბაიას უმცროსი და.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Kobakhidze_(226).jpg175.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.