ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489862
სათაური: | აკაკი და თამარ პაპავების საფლავი |
საკვანძო სიტყვები: | საფლავი პაპავა, თამარ (1888-1976) პაპავა, აკაკი (1890 - 1964) ქართველი ემიგრანტები ქართველები უცხოეთში ლევილის სასაფლაო |
რეზიუმე: | აკაკი პაპავა - ქართველი მწერალი და ჟურნალისტი; თამარ სიმონის ასული პაპავა (ქალიშვილობის გვარი - გოგოლაშვილი, ფსევდონიმები - ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი; პაპავების ოჯახი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა, ხოლო 1949 წლიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადასახლდა. წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის სიონის ტაძრის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. თამარ და აკაკი პაპავები, მათივე ანდერძის თანახმად, დაკრძალული არიან საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, ლევილში. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(214).jpg | ვერსო | 268.03 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Givi_Kobakhidze_(216).jpg | რექტო | 305.01 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება