ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489831
სათაური: აკაკი პაპავა
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
პაპავა, აკაკი (1890-1964)
ქართველი ემიგრანტი
არგენტინა
ქართველები უცხოეთში
რეზიუმე: აკაკი პაპავა (1890 - 1964) - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1914 წელს იგი სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს. იყო მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარეც. 1922 წელს ბერლინში გაემგზავრა. საბოლოოდ, ოჯახთან ერთად, არგენტინაში დასახლდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის სიონის ტაძრის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ანდერძის თანახმად, გადაასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(208).jpg142.43 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება