ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489793
სათაური: თამარ და აკაკი პაპავები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
პაპავა, თამარ (1888-1976)
პაპავა, აკაკი (1890-1964)
ქართველები არგენტინაში
ქართველები უცხოეთში
ქართველი ემიგრანტი
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან: თამარ სიმონის ასული პაპავა (ქალიშვილობის გვარი - გოგოლაშვილი, ფსევდონიმები - ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი; აკაკი პაპავა - ქართველი მწერალი და ჟურნალისტი. პაპავების ოჯახი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა, ხოლო 1949 წლიდან არგენტინაში გადასახლდა. ამ პერიოდიდან აკაკი პაპავა ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში – „კავკასიონი", „ბედი ქართლისა", „მამული", „სახალხო გაზეთი". წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის სიონის ტაძრის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. თამარ და აკაკი პაპავები, მათივე ანდერძის თანახმად, დაკრძალული არიან საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, ლევილის სასაფლაოზე.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(204).jpg150.35 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება