ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/482499
სათაური: ბათუმი. კაფე «ფანტაზია»
სხვა სათაური: ქალაქები საფოსტო ბარათებზე
კურორტები
ავტორები: Панова, В.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
საფოსტო ბარათი
ღია ბარათი
ბარათი
ბათუმი
Батуми
კაფე «ფანტაზია»
Кафе «Фантазия»
აჭარის არ
გამოცემის თარიღი: 1982
გამომცემელი: «Планета»
რეზიუმე: კაფე „ფანტაზია“, საზოგადოებაში აგრეთვე ცნობილი სახელით „რვაფეხა“ - ყოფილი კაფე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო). ნაგებობა დგას ბულვარში, ზღვის პირას, ბათუმის უნივერსიტეტის გვერდით. თავდაპირველად მას გასცქეროდა ძველი პანსიონატი "ბათუმი", რომლის ადგილას ამჯერად Hilton Batumi შენდება. შენობის, რომელიც იმავდროულად არის ფუნქციური ქანდაკება, ავტორები არიან ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავა და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ზურაბ კაპანაძე. შემოქმედებით ჯგუფში შედიოდნენ აგრეთვე არქიტექტორი ზურა ჯალაღონია და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნოდარ მალაზონია. პროექტზე მუშაობდა საგზაო ინჟინერი პაატა დობორჯგინიძე. მშენებლობა გაგრძელდა 8 თვე. შენობა აიგო 1975 წელს. გახსნისთანავე კაფე „ფანტაზია“ იქცა ბათუმის მკვიდრთა და საპორტო ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმართა თავშეყრის ადგილად, განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის. საბჭოთა პერიოდში აქ იყიდებოდა თურქული ყავა, ნაყინი წონით და არაალკოჰოლური სასმელი. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირისა და ნატოს წევრი თურქეთის საზღვართან ბათუმის რვაფეხა ძალიან ახლოს მდებარეობდა, 10 საათის შემდეგ კაფეში დაჯდომა აკრძალული იყო.
აღწერილობა: კომპლექტი 12 ფერადი ბარათით. ბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0409 b.jpgვერსო52.57 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0409 a.jpgრექტო171.31 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება