ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439534
სათაური: გიორგი ჭეიშვილის და თეონა ბოჭორიშვილის ქორწილი
სხვა სათაური: გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, გონერი (1944-2021)
ბასოვა, ლეილა (1957-2020)
ჭეიშვილი, გიორგი გონერის ძე
ბოჭორიშვილი, თეონა
ქორწილი
სიძე-პატარძალი
მწერალი
პოეტი
კრიტიკოსი
საზოგადო მოღვაწე
გამოცემის თარიღი: 2023
რეზიუმე: გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. ლეილა ბასოვა (10.07.1957, ქუთაისი - 2020) - დაამთავრა ქუთაისის მე-13 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკუძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მუშაობდა გაზეთ "კუტაისკაია პრავდასა" და მთარგმნელთა ბიუროში.
აღწერილობა: გონერ ჭეიშვილი ვაჟთან, გიორგი ჭეიშვილთან, რძალთან, თეონა ბოჭორიშვილთან და მეუღლესთან, ლეილა (ლიკა) ბასოვასთან ერთად. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
მფლობელი: გიორგი ჭეიშვილი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
6.jpgრექტო12.69 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება