ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/438848
სათაური: გამარჯობა სოჭიდან = Привет из сочи
სხვა სათაური: ანდრია სინაურის საოჯახო ალბომიდან
ავტორები: Зязева, А.
საკვანძო სიტყვები: საფოსტო ბარათი
ПОЧТОВАЯ КАРТОЧКА
მაგნოლიის ყვავილები
Цветы магнолии
გამოცემის თარიღი: 1952
გამომცემელი: Издание артели «Сочфото» г. Сочи
Series/Report no.: МА 10261;
რეზიუმე: ანდრია სინაური (ნამდვილი გვარი ანდრო ივანეს ძე სინაურიძე) (17.11.1896-8.12.1976) – პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ინაშაურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან ხელმოკლეობის გამო მოუხდა საწავლებლის დატოვება. 1913 წლიდან სწავლობდა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაოსნო იუნგთა სკოლაში, სადაც როგორც სამხედრო სკოლა, მოსწავლეები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან. 1915 წელს იმპერიალისტური ომის დაწყებისთანავე სკოლა დაიხურა, ანდრია გადაიყვანეს მოქმედ არმიაში... 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წლის მაისიდან ანდრია სინაური ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ავადმყოფობის პერიოდში სინაური აქტიუარად ჩაება ლიტერატურაში, იგი ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, სისტემატიურად ქვეყნდებოდა მისი პოემები, ლექსები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების უმთავრესი თემებია: სამშობლო, ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას იპყრობს სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ერთადერთი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები. მისი პოეზია გამოირჩევა შინაგანი სიმტკიცით და მებრძოლი პათოსით. ჯერ ინვალიდის ეტლში, სიცოცხლის ბოლო წლებში, კი სარეცელს მიჯაჭვულმა 55 წელი გაატარა. გარდაიცვალა 1976 წელს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავი-ლას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთელი საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს მომავალი თაობების განვითარებისთვის. მის სახლში მოქმედებს მისივე სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ლიტერატურული სახლი. დაჯილდოებულია 2 მედლით მამაცური შრომისთვის და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან საპატიო სიგელით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პერსიონერი.
აღწერილობა: ანდრია სინაურს ღია ბარათს სწერდა ეთერი: "პატ. ანდრია ბიძია! ნეტა აქ იყოთ, ამ ხალხში ცხოვრობდეთ. აი, ჩემი ნატვრა, რადგან სულიერად დამშვიდდებოდი, დროებით მაინც. ისეთი კმაყოფილი ვარ, როგორც არასდროს. აი ხალხი, დიდი რუსი ხალხი და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ მათ შორის ვარ. ყველა უბრალოა, მოსიყვარულე და ადამიანური. მომიკითხეთ პატივისცემით ნადია დეიდა. ვჩქარობ თქვენს ნახვას. ეთერი."
მფლობელი: ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
A, Sinauri 0004 b.jpgვერსო129.08 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
A, Sinauri 0004 a.jpgრექტო111.29 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება