ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415898
სათაური: ბორჯომი - Боржоми - Borjomi
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
გამოცემის თარიღი: 1973
გამომცემელი: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;
რეზიუმე: ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიოა ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სამკურნალო ფაქტორებია აგრეთვე კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისი-ოქტომბერი.
აღწერილობა: ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ადგილია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროები, კეთილმოწყობილი პარკი, საბავშვო გასართობები და ა.შ. მრავალი ადამიანი სტუმრობს ბორჯომის გოგირდის აუზებს, რომელიც განტვირთვისა და სტრესის მოხსნისთვის შესანიშნავი საშუალებაა. თუკი აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დაკავდეთ ჯომარდობით და მოაწყოთ სხვადასხვა სირთულის ლაშქრობები. ტურისტული მარშრუტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრში მიიღებთ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს თავგადასავლების მაძიებლებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ. შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 40 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0222 b.jpgვერსო56.89 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0222 c.jpgვერსო43.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0222 a.jpgრექტო131.12 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება