Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415898
Title: ბორჯომი - Боржоми - Borjomi
Other Titles: საქართველოს კურორტები
Keywords: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
Issue Date: 1973
Publisher: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;
Abstract: ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიოა ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სამკურნალო ფაქტორებია აგრეთვე კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისი-ოქტომბერი.
Description: ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ადგილია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროები, კეთილმოწყობილი პარკი, საბავშვო გასართობები და ა.შ. მრავალი ადამიანი სტუმრობს ბორჯომის გოგირდის აუზებს, რომელიც განტვირთვისა და სტრესის მოხსნისთვის შესანიშნავი საშუალებაა. თუკი აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დაკავდეთ ჯომარდობით და მოაწყოთ სხვადასხვა სირთულის ლაშქრობები. ტურისტული მარშრუტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრში მიიღებთ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს თავგადასავლების მაძიებლებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ. შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 40 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0222 b.jpgვერსო56.89 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0222 c.jpgვერსო43.61 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0222 a.jpgრექტო131.12 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.