ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415890
სათაური: ბორჯომი. სანატორიუმი "ფირუზა"
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
სასტუმრო "ფირუზა"
Санаторий «фирюза»
Sanatorium "Firyuza"
გამოცემის თარიღი: 1973
გამომცემელი: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;
რეზიუმე: ფირუზა - ცნობილი სანატორიუმი ბორჯომში, ბარათაშვილის ქ. N 3 , ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის - მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი იყო ქალაქგარეთ, რომელიც კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა. სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრის. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკესავით მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: „მირზა რიზა ხანი“. კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულ-პარსული ურთიერთობების განსხვავებულ ფაზას და პერიოდს ასახავს. სანატორიუმი „ფირუზა“- ს ანალოგია სპარსეთის კონსულის სახლი ჭონქაძის ქუჩაზე, ქალაქ თბილისში. ამ სახლში (რომელიც ადრე სპარსეთის საკონსულო იყო), სპარსეთის ელჩი - მირზა-რიზა-ხანი ცხოვრობდა.
აღწერილობა: ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიოა ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სამკურნალო ფაქტორებია აგრეთვე კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისი-ოქტომბერი. ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ადგილია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროები, კეთილმოწყობილი პარკი, საბავშვო გასართობები და ა.შ. მრავალი ადამიანი სტუმრობს ბორჯომის გოგირდის აუზებს, რომელიც განტვირთვისა და სტრესის მოხსნისთვის შესანიშნავი საშუალებაა. თუკი აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დაკავდეთ ჯომარდობით და მოაწყოთ სხვადასხვა სირთულის ლაშქრობები. ტურისტული მარშრუტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრში მიიღებთ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს თავგადასავლების მაძიებლებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ. შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 40 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0230 b.jpgვერსო25.46 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0230 a.jpgრექტო141.81 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება