ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415805
სათაური: ბორჯომი. პარკი
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
პარკი
Парк
Park
გამოცემის თარიღი: 1973
გამომცემელი: Тбилиси, ТЦР
რეზიუმე: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თვით მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა... მე-17-მე-18 საუკუნეებში ამ მხარის გაუკაცრიელების გამო მინერალური წყლები მივიწყებას მიეცა, ხოლო მისი „ხელმეორედ“ აღმოჩენა მე -19 საუკუნის დასაწყისში რუსი ჯარისკაცების სახელთანაა დაკავშირებული. 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი პ. პოპოვი, გორში მდგარ გრენადერთა პოლკს ხელმძღვანელობდა, ჯარისკაცებისაგან გაგონილი ჰქონდა ბორჯომის ხეობაში არსებული მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ,სადაც სამკურნალოდ ჩამოსულა. მოგვიანებით, 1841 წელს, ბორჯომში, მთავარმართებელი ე. გოლოვინი ჩამოდის ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ, მის გამოჯანმრთელების შემდეგ კი, გასცემს განკარგულებას ბორჯომის უკეთ მოსაწყობად, რათა შექმნილიყო მკურნალობისთვის სათანადო პირობები.იმ პერიოდისათვის მთავარ წყაროს დაერქვა გოლოვინის ქალიშვილის ეკატერინეს, ხოლო მეორე წყაროს ევგენი გოლოვინის სახელი. მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი სრულიად ჩაერთო პარკის მოვლა -პატრონობაში. 1850წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო,15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა. პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც.
აღწერილობა: ბორჯომის ცენტრალური პარკის ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს. პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები და საცურაო აუზი. პარკის ტერიტორიის ბოლოს კი ისტორიული, გოგირდოვანი აბანოებია.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0226 b.jpgვერსო22.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0226 a.jpgრექტო185.92 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება