ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415726
სათაური: ბორჯომი. ხიდი მტკვარზე
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
ხიდი მტკვარზე
Мост через куру
Bridge over the Kura River
მანქანა
გამოცემის თარიღი: 1973
გამომცემელი: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;;
რეზიუმე: მტრედის ხიდის ისტორია ბორჯომი რამდენჯერმე დათრგუნა სტიქიამ. დიდი წყალდიდობა 1922 წელსაც მომხდარა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა 1968 წლის, „საუკუნის წყალდიდობამ“. ზარალი პირველ რიგში სანაპირო ზოლს მიადგა. დაიტბორა ეზოები, სახლები, 5–6 მეტრით მომატებულმა წყალმა წაიღო ხიდები. უხიდობამ მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემა წარმოშვა. ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. ფაქტიურად ქალაქის ერთი ნახევარი მეორეს ვერ ეკონტაქტებოდა. გადაწყდა, სასწრაფოდ, დროებით მაინც გაებათ თუნდაც დაკიდული ხიდი, მაგრამ ადიდებული მდინარე არავის უშვებდა მასში. არა და ხიდისათვის ბაგირი მაინც იყო გადასატანი ერთი ნაპირიდან მეორეზე. ნაპირსმომდგარი სასოწარკვეთილი ადამიანები უიმედოდ შესცქეროდნენ ამ სცენას. ბოლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრებ ერთ კაცს, რომელიც თავისი მტრედით მარცხენა სანაპიროზე დარჩენილიყო, აზრად მოუვიდა, ამ მტრედისათვის ძაფის გამობმა და იქითა ნაპირზე გაშვება. შემდეგ საქმე ასე წარიმართა: მტრედს, რომელიც უეჭველად გადაუფრენდა მდინარეს, რათა თავის ბარტყებთან მიფრენილიყო, მოაბეს ძაფი. რა თქმა უნდა, იქითა ნაპირზე ამ მტრედს დახვდნენ და ძაფიც „გამოართვეს“. ძაფს მოაბეს ცოტა უფრო მსხვილი ბაწარი, შემდეგ–უფრო მსხვილი თოკი, თოკს–მავრთული, ამ მავრთულს–უფრო მსხვილი მავრთული, შემდეგ–მავთულთა კონა, წვრილი ტროსი, მსხვილი ტროსი და ასე დაჭიმეს „კონწიალა ხიდის“ ბაგირი. მადლიანმა ბორჯომელებმა მტრედს ძეგლი აუგეს. ხოლო ხიდს „მტრედის ხიდი“ უწოდეს. (ამონარიდები წიგნიდან "როგორ შენდებოდა ბორჯომი" ავტორი: მარიკა გელაშვილი)
აღწერილობა: ბორჯომი (ქალაქი 1918 დან) არის მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტი, თბილისიდან 150 კმ-ის დაშორებით. იგი გაშენებულია ბორჯომის ხეობაში მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთის წულის ნაპირზე. ქალაქსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმოსავლეთი და თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილი. ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი ტყით. ზღვის დონიდან 800-900 მ. მისი მცენარეულობა შედგება უმეტესად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ხის ჯიშებისაგან. ბორჯომის ჰავის თავისებურება განპირობებულია კურორტის განლაგებით სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის მონაკვეთში. ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. ბორჯომის ტერიტორიაზე 7 მეტრის სიღრმეში აღმოჩენილია ქვით ნაგები აბაზანების ნაშთები, რომლებიც მიჩნეულია I საუკუნის ნაგებობად. როგორც ჩანს აქაურ წყლებს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0224 b.jpgვერსო27.65 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0224 a.jpgრექტო158.16 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება