Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415726
Title: ბორჯომი. ხიდი მტკვარზე
Other Titles: საქართველოს კურორტები
Keywords: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
ხიდი მტკვარზე
Мост через куру
Bridge over the Kura River
მანქანა
Issue Date: 1973
Publisher: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;;
Abstract: მტრედის ხიდის ისტორია ბორჯომი რამდენჯერმე დათრგუნა სტიქიამ. დიდი წყალდიდობა 1922 წელსაც მომხდარა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა 1968 წლის, „საუკუნის წყალდიდობამ“. ზარალი პირველ რიგში სანაპირო ზოლს მიადგა. დაიტბორა ეზოები, სახლები, 5–6 მეტრით მომატებულმა წყალმა წაიღო ხიდები. უხიდობამ მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემა წარმოშვა. ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. ფაქტიურად ქალაქის ერთი ნახევარი მეორეს ვერ ეკონტაქტებოდა. გადაწყდა, სასწრაფოდ, დროებით მაინც გაებათ თუნდაც დაკიდული ხიდი, მაგრამ ადიდებული მდინარე არავის უშვებდა მასში. არა და ხიდისათვის ბაგირი მაინც იყო გადასატანი ერთი ნაპირიდან მეორეზე. ნაპირსმომდგარი სასოწარკვეთილი ადამიანები უიმედოდ შესცქეროდნენ ამ სცენას. ბოლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრებ ერთ კაცს, რომელიც თავისი მტრედით მარცხენა სანაპიროზე დარჩენილიყო, აზრად მოუვიდა, ამ მტრედისათვის ძაფის გამობმა და იქითა ნაპირზე გაშვება. შემდეგ საქმე ასე წარიმართა: მტრედს, რომელიც უეჭველად გადაუფრენდა მდინარეს, რათა თავის ბარტყებთან მიფრენილიყო, მოაბეს ძაფი. რა თქმა უნდა, იქითა ნაპირზე ამ მტრედს დახვდნენ და ძაფიც „გამოართვეს“. ძაფს მოაბეს ცოტა უფრო მსხვილი ბაწარი, შემდეგ–უფრო მსხვილი თოკი, თოკს–მავრთული, ამ მავრთულს–უფრო მსხვილი მავრთული, შემდეგ–მავთულთა კონა, წვრილი ტროსი, მსხვილი ტროსი და ასე დაჭიმეს „კონწიალა ხიდის“ ბაგირი. მადლიანმა ბორჯომელებმა მტრედს ძეგლი აუგეს. ხოლო ხიდს „მტრედის ხიდი“ უწოდეს. (ამონარიდები წიგნიდან "როგორ შენდებოდა ბორჯომი" ავტორი: მარიკა გელაშვილი)
Description: ბორჯომი (ქალაქი 1918 დან) არის მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტი, თბილისიდან 150 კმ-ის დაშორებით. იგი გაშენებულია ბორჯომის ხეობაში მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთის წულის ნაპირზე. ქალაქსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმოსავლეთი და თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილი. ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი ტყით. ზღვის დონიდან 800-900 მ. მისი მცენარეულობა შედგება უმეტესად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ხის ჯიშებისაგან. ბორჯომის ჰავის თავისებურება განპირობებულია კურორტის განლაგებით სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის მონაკვეთში. ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. ბორჯომის ტერიტორიაზე 7 მეტრის სიღრმეში აღმოჩენილია ქვით ნაგები აბაზანების ნაშთები, რომლებიც მიჩნეულია I საუკუნის ნაგებობად. როგორც ჩანს აქაურ წყლებს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0224 b.jpgვერსო27.65 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0224 a.jpgრექტო158.16 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.