ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/40511
სათაური: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
ავტორები: | გოჩიაშვილი, არჩილ |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) გოჩიაშვილი, არჩილ მიხას ძე წერილი ხელნაწერი ემიგრანტი ემიგრაცია ემიგრანტული ჟურნალისტიკა ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962) მიხაილოვი, ნიკოლოზ ფილიპეს ძე (1897-1972) Михайлов, Николай Филиппович (1897-1972) ვაჩნაძე, გოგი ბექაური, თომა ჭეიშვილი, ლეონიდე (ლეო) ბუენოს აირესი არგენტინა |
გამოცემის თარიღი: | 1958 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". არჩილ გოჩიაშვილი – ქართველი ემიგრანტი. დავით ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. გოგი ვაჩნაძე, თომა ბექაური – ქართველი ემიგრანტები. გენერალი ნიკოლოზ მიხაილოვი – საბჭოთა გენერალი. 1942 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტს სახელწოდებით "სამშობლოში დაბრუნებისათვის". ლეო ჭეიშვილი – არგენტინაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი. მწერალი, მეცნიერი. აკაკი პაპავას ქალიშვილის, ტურფას მეუღლე. |
აღწერილობა: | 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი სავარაუდოდ გაგზავნილია ბუენოს აირესიდან. მოხსენიებული პირები: ლეო ჭეიშვილი (მასზე), მიხაილოვი, დათა ვაჩნაძე, გოგი ვაჩნაძე, თომა ბექაური. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.4(51)_recto.jpg | რექტო | 732.22 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
23.4(51)_verso.jpg | ვერსო | 731.24 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება