Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/396348
Title: | ბორის ფხაკაძე, გონერი და რეზო ჭეიშვილები |
Other Titles: | ქუთაისელი მწერლები |
Authors: | ფხაკაძე, ჯემალი დიომიდეს ძე |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ჭეიშვილი, გონერი (1944-2021) ჭეიშვილი, რევაზი (რეზო) ბენედიქტეს ძე (1933-2015) მწერალი ფხაკაძე, ბორის |
Issue Date: | 2022 |
Abstract: | რეზო ჭეიშვილი (24.04.1933, ქუთაისი-11.09.2015, ქუთაისი) – მწერალი და დრამატურგი. სკკპ წევრი 1968 წლიდან. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. იყო: კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995), საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, რუსთაველის პრემია, საბა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის). აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი-2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. |
Description: | ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. |
Owner: | ლელა ფხაკაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
L. Pkhaxadze 0014.jpg | რექტო | 165.11 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.