ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37472
სათაური: დები ღამბაშიძეები და მათი მეუღლეები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ემიგრანტები
ნიკოლაძე, შოთა კონსტანტინეს ძე (1899-1963)
ღამბაშიძე-ნიკოლაძისა, მედეა ვახტანგის ასული (1899-1975)
ღამბაშიძე-თოხაძისა, თამარ (სუნანა) ვახტანგის ასული (1901-1996)
თოხაძე, ნიკოლოზ (კუკური) გიორგის ძე (1901-1975)
ოჯახი
გამოცემის თარიღი: 1946
რეზიუმე: შოთა ნიკოლაძე – ქართველი იუნკერი. ემიგრაციაში 1921 წლიდან. 1928 წელს პარიზში არჩილ ზურაბიშვილთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. მეუღლე – მედეა ღამბაშიძე – ქართველი ექიმის და საზოგადო მოღვაწის, პარიზის ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარის, ვახტანგ ღამბაშიძისა და ვანდა ღამბაშიძის უფროსი ქალიშვილი. შვილები – ნათელა და რეზო ნიკოლაძეები. ნიკოლოზ თოხაძე – ქართველი იუნკერი. ემიგრაციაში 1921 წლიდან. სამხედრო სამსახური საფრანგეთის არმიაში განაგრძო (35 წლის განმავლობაში). იყო მფრინავი. დაიმსახურა პოლკოვნიკის წოდება და საფრანგეთის თითქმის ყველა უმაღლესი სამხედრო ჯილდო: საპატიო ლეგიონის ორდენის სამი რანგი (კავალერი, ოფიცერი და კომანდორი), ანჟუანის ვარსკვლავის ორდენი, სამხედრო ჯვრის ორდენი ... მეუღლე – სუნანა ღამბაშიძე – ვახტანგ ღამბაშიძისა და ვანდა ღამბაშიძის მე-2 ქალიშვილი.
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: სუსანა და მედეა ღამბაშიძეები, დგანან: შოთა ნიკოლაძე და კუკური თოხაძე. გადაღების ადგილი უცნობია.
მფლობელი: ნინო ვაჩნაძე-კოვალსკი
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Diasamidze (9).jpgრექტო93.92 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Diasamidze (10).jpgრექტო60.3 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება