ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36584
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: ნოზაძე, ვიქტორ
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
ნოზაძე, ვიქტორ ივანეს ძე (1893-1975)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
სანტიაგო დე ჩილე
ჩილე
გამყრელიძე, გუგული
იმნაიშვილი, ნიკოლოზ (ნიკო)
იმნაიშვილი, მოსე
მანველიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე (1904-199...)
ჩხენკელი, კიტა (პეტრე) ივანეს ძე (1895-1963)
პაპავა, აკაკი (1890-1964)
ჭაბუკიანი, ვახტანგ მიხეილის ძე (1910-1992)
ჭეიშვილი, ლეონიდე (ლეო)
დიასამიძე, მიხეილ (მიშა)
გამოცემის თარიღი: 30-Sep-1958
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ვიქტორ ივანეს ძე ნოზაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი. ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე მანველიშვილი – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. კიტა (პეტრე) ივანეს ძე ჩხენკელი – ქართველი ემიგრანტი, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორი. აკაკი ჩხენკელის უმცროსი ძმა. აკაკი პაპავა – ქართველი ემიგრანტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. ვახტანგ ჭაბუკიანი – ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი. ლეო ჭეიშვილი – არგენტინაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი. მწერალი, მეცნიერი. აკაკი პაპავას ქალიშვილის, ტურფას მეუღლე. მიხეილ დიასამიძე – ქართველი ემიგრანტი.
აღწერილობა: 3 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია სანტიაგო დე ჩილედან. მოხსენიებული პირები: გუგული გამყრელიძე, ნიკო იმნაიშვილი, მოსე იმნაიშვილი, ალექსანდრე მანველიშვილი, კიტა ჩხენკელი, აკაკი პაპავა, ვახტანგ ჭაბუკიანი, ლეო ჭეიშვილი, მიშა დიასამიძე.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(47)_recto.jpgრექტო750.82 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(47)_verso.jpgვერსო731.91 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(47)_verso2.jpgვერსო2776.91 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება