ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36582
სათაური: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
ავტორები: | ანდრიაძე, გიორგი |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) ანდრიაძე, გიორგი წერილი ხელნაწერი ემიგრანტი ემიგრაცია ემიგრანტული ჟურნალისტიკა შტუტგარტი გერმანია მეტრეველი გაბლიანი, გივი ეგნატეს ძე (1915-2001) მაღლაკელიძე, გაიოზ შალვას ძე (....–1989) კორძაია, ალიოშა |
გამოცემის თარიღი: | 12-Sep-1958 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". გიორგი ანდრიაძე – ქართველი ემიგრანტი. გივი ეგნატეს ძე გაბლიანი – ქართველი ემიგრანტი, სამხედრო მოღვაწე, აბვერის ქართული ბატალიონის "თამარა II"-ის მეთაური, ექიმი, მემუარისტი. გაიოზ მაღლაკელიძე – შალვა მაღლაკელიძის შვილი, გერმანიის არმიის ობერ–ლეიტენანტი, ვერმახტის ქართული ლეგიონის საგამომცემლო ორგანოს, გაზეთ "საქართველოს" რედაქტორი. |
აღწერილობა: | 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. მოხსენიებული პირები: მეტრეველი, გივი გაბლიანი, გაიოზ მაღლაკელიძე, ალიოშა კორძაია. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.4(45)_recto.jpg | 789.41 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება