ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36580
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: პაპავა, აკაკი
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
პაპავა, აკაკი (1890-1964)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ბუენოს აირესი
არგენტინა
გოგოლაშვილი-პაპავა, თამარ სიმონის ასული (1888-1976)
კორძაია, ა.
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
გამოცემის თარიღი: 8-Sep-1958
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". აკაკი პაპავა – ქართველი ემიგრანტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. თამარ გოგოლაშვილი-პაპავა – მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1923 წლიდან ემიგრაციაშია. აკაკი პაპავას მეუღლე.
აღწერილობა: 1 შტამპიანი (Dr. A. Papava) ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ბუენოს აირესიდან. მოხსენიებული პირები: თამარ პაპავა, ა. კორძაია.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(43)_recto.jpgრექტო855.4 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(43)_verso.jpgვერსო686.94 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება