ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36264
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: მენთეშაშვილი, ირაკლი
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
მენთეშაშვილი, ირაკლი ეგნატეს ძე (1912-1982)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
ლონდონი
მენთეშაშვილი, ნოდარ ირაკლის ძე
მენთეშაშვილი, თამარ ირაკლის ასული
მენთეშაშვილი, ეგნატე ირაკლის ძე
ყიფიანი, ალექსანდრე
გამოცემის თარიღი: 3-Jan-1958
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ირაკლი მენთეშაშვილი – ქართველი ემიგრანტი, ინჟინერ-ენერგეტიკოსი. ალექსანდრე ყიფიანი – ქართველი ემიგრანტი, სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. ნოდარ, თამარ და ეგნატე მენთეშაშვილები – ირაკლი მენთეშაშვილის შვილები.
აღწერილობა: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ლონდონიდან. მოხსენიებული პირი: ალექსანდრე ყიფიანი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(30)_recto.jpgრექტო641.99 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(30)_verso.jpgვერსო583.28 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება