Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36209
Title: წერილი დავით საღირაშვილისადმი
Authors: პაპავა, აკაკი
Keywords: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
პაპავა, აკაკი (1890-1964)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ბუენოს აირესი
არგენტინა
ჭეიშვილი, ლეონიდე (ლეო)
კუჭუხიძე, ილია
ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962)
მაღლაკელიძე, შალვა ნიკოლოზის ძე (1893-1976)
Issue Date: 19-Jul-1957
Abstract: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". აკაკი პაპავა – ქართველი ემიგრანტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. შალვა მაღლაკელიძე – ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე. ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. პოლიტიკური ორგანიზაციების, "თეთრი გიორგისა" და "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობის", ასევე ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის ერთ–ერთი დამაარსებელი. დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. ლეო ჭეიშვილი – არგენტინაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი. მწერალი, მეცნიერი. აკაკი პაპავას ქალიშვილის, ტურფას მეუღლე. ილია კუჭუხიძე – ქართველი ემიგრანტი.
Description: 1 შტამპიანი (Dr. A. Papava) ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ბუენოს აირესიდან. მოხსენიებული პირები: ლეო ჭეიშვილი, კუჭუხიძე, დათა ვაჩნაძე, შალვა მაღლაკელიძე, ვინმე მიშა, ვინმე სანდრო.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დავით საღირაშვილის არქივი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
23.4(22)_recto.jpgრექტო833.4 kBJPEGThumbnail
View/Open
23.4(22)_verso.jpgვერსო787.7 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.