ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35889
სათაური: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
ავტორები: | ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი American committee for Liberation from Bolshevism |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი American committee for Liberation from Bolshevism Stevens, Leslie Clark (1895-1956) სტივენსი, ლესლი კლარკ (1895-1956) წერილი ნიუ-იორკი მიუნხენი გერმანია ამერიკის შეერთებული შტატები პატჩი, ისააკ Patch, Isaac საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი ემიგრანტული ჟურნალისტიკა |
გამოცემის თარიღი: | 2-Jun-1953 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი – დაარსდა 1951 წელს დელავერის შტატში ანტიკომუნისტურად განწყობილი ჟურნალისტების ინიციატივით. იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტის (კოდური სახელწოდებით QKACTIVE) ნაწილი. ლესლი სტივენსი – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ვიცე ადმირალი, ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტის თავმჯდომარე. ისააკ პატჩი - ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტის წარმომადგენელი მიუნხენში. |
აღწერილობა: | 1 შტამპიანი (American committee for Liberation from Bolshevism) ფურცელი, საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი, ინგლისურ ენაზე. წერილი გაგზავნილია ნიუ-იორკიდან მიუნხენში. ხელს აწერს ლესლი სტივენსი. მოხსენიებული პირი: ისააკ პატჩი (Patch). |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.4(3)_recto.jpg | 622.44 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება