ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35619
სათაური: | დავით საღირაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) პორტრეტი სოციალ-დემოკრატები სამხედრო მოღვაწე პოლიტიკური მოღვაწე ემიგრანტი ემიგრაცია |
გამოცემის თარიღი: | 1947 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". |
აღწერილობა: | ფოტო პასპორტისათვის. გადაღების ადგილი უცნობია. |
მფლობელი: | ეთერ საღირაშვილი-დე ლონ |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.8(2)_recto.jpg | 758.08 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება