ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/351499
სათაური: | თბილისი. ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Твилиси. Памятник Вахтангу Горгасали |
სხვა სათაური: | საქართველოს ქალაქები საქართველოს ხუროთმოძღვრება ძეგლი |
ავტორები: | Полякова, В. |
საკვანძო სიტყვები: | ღია საფოსტო ბარათი თბილისი ТБИЛИСИ ვახტანგ გორგასალის ძეგლი Памятник Вахтангу Горгасали |
გამოცემის თარიღი: | 1982 |
გამომცემელი: | საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა - Издательство Центрального Комитета Компартии Грузии |
Series/Report no.: | 13651; |
რეზიუმე: | ვახტანგ გორგსალის ძეგლი დაიდგა 1959 წელს, განსაკუთრებული წვლილი ვასილ პავლეს ძე მჟვანაძეს მიუძღვის, იმ პერიოდში საკმაოდ სარისკო იყო, ქართველ მეფეთა და გმირთა პატივისცემა დანაშაულადაც კი ითვლებოდა. მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. კონკურსში მონაწილეობდა ახალი თაობის ლამის ყველა მოქანდაკე, მათ შორის ისინი, ვინც, სულ მალე, „ქართული ქანდაკების“ ახალ ეპოქას შექმნიან: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური, გურამ კორძახია, გ. გიგაური, ჯუნა მიქატაძე და სხვ. განხილვა ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში მოეწყო. გორგასლის ძეგლის კონკურსში წარდგენილი პროექტების ემოციურ განხილვებში აქტიურად ყოფილა ჩართული გურამ რჩეულიშვილიც, რომელსაც, მისივე თქმით, პირველივე ნახვისთანავე გაუკეთებია არჩევანი ელგუჯა ამაშუკელის პროექტის სასარგებლოდ. „მარინე [მწერლის და] და მე ლაპარაკით წავედით გორგასლის გამოფენაზე. პირველადვე თვალში მოგვხვდა მხედარი, ოთხივე ფეხით დასობილ ცხენზე მჯდარი, გამართული, დოინჯით, ცალი ხელი ოთხკუთხად მაღლა აწეული - ნამდვილი მპყრობელი, დამაარსებელი, კეთილშობილი. უცებ აგვიყვანა მეც და მარინეც. მარინემ უცებ მოუძებნა მის ქებას სწორი შესატყვისები - სავსეა, მთლიანობის შეგრძნებაა, ვერ იტყვი, რომ ასეთი ხასიათი აქვს, ან ისეთი, უბრალოდ მთლიანად არის მეფე! მე სწრაფად გავერკვიე ფრაზებში და ორ-სამ კაცს მაღალ ტონში მოვუყევი ჩემი აზრი“. (გ. რჩეულიშვილი. ჩანაწერები. 1956-1960 წწ. გამომცემლობა „ინტელექტი“, 2012 წ). მეტეხის კლდეზე შემდგარი ვახტანგ გორგასალი მოსწონს ყველას, ვისაც აზრიანი სილამაზის აღქმა შეუძლია. აღარავინ კამათობს მის იდეურ რაობასა და მხატვრულ ღირებულებაზე. ხელოვნებათმცოდნეები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, ადგილობრივები თუ ტურისტები - ყველანი თანხმდებიან, რომ ვახტანგ გორგასალი დგას ისე, როგორც უნდა იდგეს და დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და სადაც, ასე გგონია, რომ თბილისის დაარსების დღიდან დგას ფეხმოუცვლელად! |
აღწერილობა: | ღია ბარათების კომპლექტი - 18 ცალი |
მფლობელი: | ლოლიტა ჭოლაძე |
შესულია კოლექციებში: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
BARATI 0080 b.jpg | ვერსო | 38.55 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
BARATI 0080 c.jpg | ვერსო | 60.2 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
BARATI 0080 d.jpg | ვერსო | 62.77 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
BARATI 0080 a+.jpg | რექტო | 154.35 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება