ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/350492
სათაური: | ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი თბილისში - Памятник Николозу Бараташвили в Тбилиси |
სხვა სათაური: | საქართველოს ქალაქები ძეგლები |
ავტორები: | Полякова, В. |
საკვანძო სიტყვები: | ღია საფოსტო ბარათი ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი ძეგლი თბილისი Памятник Николозу Бараташвили Тбилиси ბარათაშვილი, ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი |
გამოცემის თარიღი: | 1982 |
გამომცემელი: | საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა - Издательство Центрального Комитета Компартии Грузии |
Series/Report no.: | 13651; |
რეზიუმე: | ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (04.12.1817, თბილისი- 21.10.1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი. |
აღწერილობა: | XIX საუკუნის შესანიშნავი რომანტიკოსი პოეტის, ქართველ ბაირონად წოდებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი, თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი თბილისური უბნის წიაღში დგას. ძეგლის ავტორია ბ. ციბაძე. ნიკოლოზ ბარათაშვილი ტრაგიკული ბედის მქონე პოეტია, რომელსაც უიღბლო სიყვარულმა გენიალური ლექსები შთააგონა. ეს ადგილი, ელენე ახვლედიანის აღმართი თავისი სახასიათო განაშენიანებით ძველი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. აქ ერთმანეთის მიჯრით განლაგებული აივნიანი სახლები თბილისური საცხოვრებლის ტიპიური ნიმუშებია. ცხოველხატულობით გამოირჩევა მათი შეფენა კლდოვან რელიეფზე, რის გამოც ახვლედიანის აღმართი ქართველი მხატვრისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. ამავე ადგილიდან იწყება ე.წ. "ციციანოვის აღმართი", რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს ავლაბართან აკავშირებს. აღმართი XIX საუკუნის შუა წლებში გაიჭრა კლდის გაყოლებაზე და მასზე ძველად "კონკა" ტრამვაი ადიოდა. ამ ლანდშაფტური მონაკვეთის თავისებურება გამორჩეულ მხატვრულ აქცენტს ქმნის ძველი ქალაქის პანორამაში. Комплект открыток ТБИЛИСИ - 18 штук. ღია ბარათების კომპლექტი "თბილისი". 18 ცალი. |
მფლობელი: | ლოლიტა ჭოლაძე |
შესულია კოლექციებში: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
BARATI 0081 b.jpg | ვერსო | 35.7 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
BARATI 0081 a.jpg | რექტო | 143.87 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება