ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/315559
სათაური: | გიორგი კეკელიძის ვიზიტი დოჰას ოცდამეათე წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე |
სხვა სათაური: | ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ეროვნული ბიბლიოთეკა კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984) დოჰას წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, ოცდამეათე (9.I. 2020 – 19.I. 2020) Doha International Book Fair 30 (9.I. 2020 – 19.I. 2020) The 30th Doha International Book Fair დოჰას საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრი Doha Exhibition and Convention Center - DECC საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში რევაზიშვილი, ნიკოლოზ (1979) Doha დოჰა კატარის კულტურისა და სპორტის სამინიტრო დუმბაძე, ქეთევან ნოდარის ასული (1961) ახვლედიანი, ელენე დიმიტრის ასული (1901-1975) არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებები მუსტაფა მუბარაქ მუსტაფა მუჰამედ ჰასან ალკუვარ |
გამოცემის თარიღი: | 11-Jan-2020 |
რეზიუმე: | ნოდარ დუმბაძე - ქართველი მწერალი და სცენარისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ქეთევან დუმბაძე - ნოდარ დუმბაძის შვილი; გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან); ნიკოლოზ რევაზიშვილი - ქართველი დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში (2018 წლიდან); ელენე ახვლედიანი - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი; მუსტაფა მუბარაქ მუსტაფა - კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს ექსპერტი; მუჰამედ ჰასან ალკუვარ - კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს თარგმანისა და პუბლიკაციის დეპარტამენტის დირექტორი |
აღწერილობა: | დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (Doha International Book Fair) ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში. პრეზენტაციაზე კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს თარგმანისა და პუბლიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა მუჰამედ ჰასან ალკუვარმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია წიგნის თარგმნისა და გამოცემის ისტორიის შესახებ. პრეზეტაციას დაესწრო მწერლის შვილი ქეთევან დუმბაძე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისა და ქართული ლიტერატურის შესახებ. საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში ჩართულ კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის სამინისტროს ექსპერტს მუსტაფა მუბარაქ მუსტაფას, რომელსაც პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა - „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად. მარცხნიდან: მეორე ქეთევან დუმბაძე, მეოთხე ნიკოლოზ რევაზიშვილი, მეხუთე გიორგი კეკელიძე |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Dohas_Tzignis_Saertashoriso_Bazroba 11.01 (2).JPG | 144.42 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება