ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/314021
სათაური: | უკრაინის ომის გმირის, ამინა ოკუევასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა Amina: Life |
ავტორები: | წიკლაური, თამარ |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ეროვნული ბიბლიოთეკა კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984) Amina: Life გამოფენა უკრაინის საელჩო საქართველოში ოკუევა, ამინა (1983 - 2017) Окуева, Амина (1983 - 2017) კამინსკაია, ირინა Каминская, Ирина ლისეცკაია, ალექსანდრა (1991) Лисецкая, Александра (1991) |
გამოცემის თარიღი: | 12-Dec-2019 |
რეზიუმე: | გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან); ამინა ოკუევა - ჩეჩნური წარმოშობის უკრაინელი ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი და სამხედრო, უკრაინის ომის გმირი. იყო 2014 წლის უკრაინის რევოლუციის მონაწილე, ასევე, ბატალიონ „კიევ-2“-ის შემადგენლობაში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინაში; ირინა კამინსკაია - ამინა ოკუევას დედა; ალექსანდრა ლისეცკაია - უკრაინელი ფოტოხელოვანი, ფრილანსერი, გამოფენა Amina: Life-ს ავტორი |
აღწერილობა: | 12 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა Amina: Life გაიხსნა. გამოფენა მიეძღვნა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის განმათავისუფლებელი ომის გმირის, ამინა ოკუევას ხსოვნას. ამინა ოკუევა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა მოკლეს. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ფოტოხელოვანი, გამოფენის ავტორი ალექსანდრა ლისეცკაია, ამინას თანამებრძოლი სერგეი შაპოვალი და ამინას დედა, ირინა კამინსკაია. გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდა. ''ფოტოგამოფენა, რომელიც მანამდე უკრაინის პარლამენტსა და პოლონეთის სეიმის შენობაში გაიმართა, ამჟამად საქართველოში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვფინეთ. დახმარებისთვის მადლობას ვუხდი უკრაინის საელჩოს საქართველოში და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს. ჩემი შვილი ბავშვობიდან მებრძოლი ბუნების იყო და მთელი ცხოვრება თავისუფლებისთვის იბრძოდა. როგორც კი უკრაინაში ჯერ მაიდნის მოვლენები და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ომი დაიწყო, ის ჩაერთო ამ პროცესებში, რადგან ფიქრობდა, რომ ოკუპანტებს ის თავის სათქმელს ასე ეტყოდა. საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ და ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ამ მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირები'' - განაცხადა ამინა ოკუევას დედამ, ირინა კამინსკაიამ. მარჯვნიდან: ირინა კამინსკაია, ალექსანდრა ლისეცკაია, გიორგი კეკელიძე |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Amina_Okuevasadmi_Midzghvnili_Fotogamofena 12.12 (6).JPG | 112.55 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება