ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/300652
სათაური: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ილია ჭავჭავაძის გამზირზე = Здание Тбилисского государственого университета на проспекте Ильи Чавчавадзе = Tbilisi State University in Ilia Chavchavadze Avenue
სხვა სათაური: საქართველოს ქალაქები
ავტორები: Козловского, А.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა
ილია ჭავჭავაძის გამზირი
თბილისი
Здание Тбилисского государственого университета на проспекте Ильи Чавчавадзе
Tbilisi State University in Ilia Chavchavadze Avenue
არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი
Архитектор Симон Клдиашвили
Arhchitect Simon Kldbashvili
გამოცემის თარიღი: 1989
გამომცემელი: Издательство <<Плакат>>, Москва, Тип, изд-ва <<Комуннар>>
Series/Report no.: 10212608
რეზიუმე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) - საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.
აღწერილობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გუმბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული — სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი კი — ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ გ. ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობაა. 1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული უნივერსიტეტის II კორპუსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება, თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.
Комплект открыток «Тбилиси». 18 сюжетов. ღია ბარათების ნაკრები "თბილისი". 18 ნაკვეთი.
მფლობელი: გიორგი ჩიქვანაია
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI=0034b.jpgვერსო73.69 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI=0034a.jpgრექტო182.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება