ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293088
სათაური: | ილიას მაგიდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში |
ავტორები: | წიკლაური, თამარ |
საკვანძო სიტყვები: | ინტერიერი ჭავჭავაძე, ილია გრიგოლის ძე (1837-1907) კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984) პრეზენტაცია თაქთაქიშვილი, ლევან თამაზის ძე (1971) ჩაჩანიძე, დავით რურუა, გიორგი ეროვნული ბიბლიოთეკა მაგიდა |
გამოცემის თარიღი: | 13-Feb-2019 |
რეზიუმე: | ილია ჭავჭავაძე - ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. |
აღწერილობა: | ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად უნიკალური ექსპონატი ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა გადაეცა. ეს უნიკალური ნივთი ბიზნესმენმა დავით ჩაჩანიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ტრადიციულმა შემომწირველმა გიორგი რურუამ შესწირეს ეროვნულ ბიბლიოთეკას. მაგიდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ კაბინეტში დაბინავდა. „ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა პირველად 2003 წელს ვნახე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა მაგიდის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემას შეგვპირდა. განცხადებაც კი დავწერეთ, მაგრამ სამინისტროს ხელმძღვანელობა მალე შეიცვალა და მაგადის გადმოცემის საკითხიც გადაიდო. ახლა კი ილიას ნაქონი მაგიდა, ბიბლიოთეკის მეგობრების დახმარებით, უბრუნდება ილიას ოთახს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი რურუას, რომელიც ბიბლიოთეკის ქომაგია და რომელიც არაერთ საქმეში დაგვიდგა გვერდით"- აცხადებს საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის უფროსი ლევან თაქთაქიშვილი. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Ilias_Magida_Erovnul_Bibliotekashi 13.02 (1).JPG | 167.88 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება