Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282704
Title: დარეჯან ხვედელიძე
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: პორტრეტი
ეროვნული ბიბლიოთეკა
პრეზენტაცია
გამოფენა
„რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ"
„სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები"
ხვედელიძე, დარეჯან
Issue Date: 22-May-2018
Abstract: დარეჯან ხვედელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი
Description: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში გაიხსნა გამოფენა „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები". გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ" (პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინორეპერტუარის მიმოხილვა). ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილეს. გამოიფინა ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ფონდში დაცული უნიკალური ფოტომასალა ბიოგრაფიული ცნობებით, მათი და მათზე გამოქვეყნებული ლიტერატურა. ასევე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაცული საარქივო დოკუმენტები. პრეზენტაცია მომზადებულია ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი პერიოდის, 1918-1921 წლების პრესის მასალების მიხედვით და წარმოადგენს დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის სახელოვნებო რეპერტუარის შეძლებისდაგვარად სრულად აღდგენის მცდელობას. 1918-1921 წლების პერიოდიკაში („საქართველო", „საქართველოს რესპუბლიკა", „დროება", „თეატრი და ცხოვრება") გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის, ბეჭდური და გრაფიკული სარეკლამო განცხადებების, ანონსებისა და აფიშების შესწავლის საფუძველზე აღდგენილია საოპერო, საბალეტო, დრამატული და კინორეპერტუარი, რომელიც ქმნის იმდროინდელი კულტურული ცხოვრების პანორამულ სურათს. დარეჯან ხვედელიძე სიტყვით გამოსვლის დროს.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gamofena_Samshoblostvis_Mebrdzoli_Samshoblodakargulebi 22.05 (5).JPG176.98 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.