ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282700
სათაური: გამოფენა „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები" და პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ"
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ეროვნული ბიბლიოთეკა
კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984)
პრეზენტაცია
გამოფენა
„რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ"
„სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები"
ქვათაძე, ჟანა
თეთრაშვილი, დარეჯან
სანიკიძე, თამარ
სისაური, ირმა
ხვედელიძე, დარეჯან
ხოსიტაშვილი, მირიან
მაღრაძე, მანანა
გამოცემის თარიღი: 22-May-2018
რეზიუმე: გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან); მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე; ჟანა ქვათაძე, დარეჯან თეთრაშვილი, ირმა სისაური, თამარ სანიკიძე, დარეჯან ხვედელიძე, მანანა მაღრაძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები
აღწერილობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში გაიხსნა გამოფენა „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები". გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ" (პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინორეპერტუარის მიმოხილვა). ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილეს. გამოიფინა ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ფონდში დაცული უნიკალური ფოტომასალა ბიოგრაფიული ცნობებით, მათი და მათზე გამოქვეყნებული ლიტერატურა. ასევე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაცული საარქივო დოკუმენტები. პრეზენტაცია მომზადებულია ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი პერიოდის, 1918-1921 წლების პრესის მასალების მიხედვით და წარმოადგენს დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის სახელოვნებო რეპერტუარის შეძლებისდაგვარად სრულად აღდგენის მცდელობას. 1918-1921 წლების პერიოდიკაში („საქართველო", „საქართველოს რესპუბლიკა", „დროება", „თეატრი და ცხოვრება") გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის, ბეჭდური და გრაფიკული სარეკლამო განცხადებების, ანონსებისა და აფიშების შესწავლის საფუძველზე აღდგენილია საოპერო, საბალეტო, დრამატული და კინორეპერტუარი, რომელიც ქმნის იმდროინდელი კულტურული ცხოვრების პანორამულ სურათს. მარცხნიდან: პირველი დარეჯან თეთრაშვილი, მეორე თამუნა სანიკიძე, მესამე ჟანა ქვათაძე, მეოთხე გიორგი კეკელიძე, მეხუთე ირმა სისაური, მეექვსე დარეჯან ხვედელიძე, მეშვიდე მირიან ხოსიტაშვილი, მეცხრე მანანა მაღრაძე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gamofena_Samshoblostvis_Mebrdzoli_Samshoblodakargulebi 22.05 (2).JPG213.33 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება