ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/276160
სათაური: ხევსური მოხალისეები ქართულ ჯარში
ავტორები: Гриневич, В.К.
საკვანძო სიტყვები: ქართული ჯარი
ხევსურეთი
გამოცემის თარიღი: 1917
რეზიუმე: ხევსურებით დაკომპლექტებული ქართული ჯარის ნაწილი - 1917 წელს, გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად, შალვა ქარუმიძე საქართველოდან ჩავიდა სტოკჰოლმში, სადაც შეხვდა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებს, ბერლინიდან ჩასულ გიორგი მაჩაბელსა და მიხეილ წერეთელს. მათ ერთობლივად შეიმუშავეს გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შემოტანის გეგმა და განახორციელეს კიდეც იმავე წლის ოქტომბერში. 1917 წლის ნოემბერ–დეკემბერში, როცა რუსი ჯარისკაცები უკან იხევდნენ, ოსმალები წინ მოიწევდნენ, ქართული არმია კი არ არსებობდა, აუცილებელი გახდა თუნდაც ერთი სამხედრო შენაერთის შექმნა საქართველოს საზღვრების დასაცავად. გენერალმა მაზნიაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შალვა ქარუმიძე მოხალისეთა რაზმების შესაკრებად გააგზავნა ხევსურეთში, სადაც მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. მოკლე ხანში შეიკრიბა ოთხასამდე ხევსური მოხალისე რომლებიც დააბინავეს თბილისის სამხედრო სკოლაში და საბრძოლო მოქმედებებისათვის მოსამზადებლად ოფიცრები დაუნიშნეს.
აღწერილობა: ვერსოზე შალვა ქარუმიძის ხელნაწერი : "ხევსურების მეგობრებს ციალას და ბიჭიკოს სახსოვრად შალვასაგან":
მფლობელი: კახა ხიმშიაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
img014.jpg307.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
img015.jpg232.83 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება