ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268429
სათაური: შეხვეედრა მწერალთა და ხელოვანთა კავშირი „მარიოტას“ წევრებთან
სხვა სათაური: დაუვიწყარი შეხვედრები
ავტორები: ღაჭავა, გელა გაბოს ძე (1966)
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გასვიანი, ნანა ბიძინას ასული (1965)
წაქაძე, რიტა ავთანდილის ასული (1963)
ყურაშვილი, ცირა ელგუჯას ასული (1962)
კერესელიძე, სალომე
უჩაძე, ბელა ჯანიკოს ასული (1965)
უგლავა, მადინა ზურიკოს ასული (1965)
მწერალი
ლიტერატურული სარდაფი
გამოცემის თარიღი: 2017
რეზიუმე: მადინა უგულავა (01.01.1965, ქუთაისი) – ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების მართვიის განყოფილების გამგე. ბელა უჩაძე (25.05.1965) – პოეტი. ქუთაისის N 13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის გამგე. რიტა წაქაძე (22.10.1963) – ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე საბიბლიოთეკო საკითხებში. ნანა გასვიანი (22.04.1965) – პოეტი, ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“, წევრი (2000-2002), პრეზიდენტი (2002-); ლიტერატურული კონკურსი ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის“ ლაურეატი (2015), მე-3 ადგილი (2019). ქუთაისის 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის I კატეგორიის ბიბლიოთეკარი (2008-2015), ქუთაისის მე-16 ბაგა-ბაღის გამგე (2015 წლიდან). ცირა ყურაშვილი (01.05.1962) - მწერალი. მწერალთა ასოციაცია „ურანი“, პასუხისმგებელი მდივანი (1991-); ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“, ხელმძღვანელი (1999-); 2012 - ლიტერატურული პრემია „საბა“, პროზა (ნომინანტი) მოთხრობების კრებულისათვის. 2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ „ალტერნატივა“, მწერლის მოთხრობა „უკან არ მიიხედო“ წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა. სალომე კერესელიძე – პოეტი.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ლიტერატურულ სარდაფში. მწერალთა და ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“ – 1999 წლის ოქტომბრის თვეში ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ხუთმა ახალგაზრდა ხელოვანმა: ცირა ყურაშვილმა, ტარიელ დათიაშვილმა, ნანა გასვიანმა, ფერიდე სიმსივემ და მირიან ებანოიძემ დააფუძნა მწერალთა და ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“. ამ ახალგაზრდებმა უარი თქვეს მწერალთა კავშირში შესვლაზე და დამოუკიდებლად გააჩაღეს ფართო კულტურულ-საგანმანათებლო მოძრაობა. მათ მიერ ორგანიზებულმა პერფორმანსებმა, ლიტერატურულმა საღამოებმა, პრეზენტაციებმა, ფოტო და ფერწერული ნამუშევრების გამოფენებმა, ლიტერატურულმა კვირეულებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ერთგვარად ააჩქარა ქალაქის კულტურული მაჯისცემა. „მარიოტამ“ დააარსა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო - ლირეტეტურული ჟურნალი „ი/ა“ (შემდგომში „მარიოტა“), რომელიც დაფინანსები არარსებობის გამო მხოლოდ რამოდენიმე ნომერი გამოიცა. ფოტო გადაღებულია ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ლიტერატურულ სარდაფში.
მფლობელი: გელა ღაჭავა
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mariota k 0009.jpgრექტო77.39 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება