ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2437
სათაური: | ლადო აღნიაშვილის პირველი გუნდი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ღია ბარათი მუსიკალური ინსტრუმენტი აღნიაშვილი, ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე |
რეზიუმე: | ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი («ქართული ხორო»‚ ი. რატილის ლოტბარობით‚ 1885−86)‚ რამაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში − მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას‚ მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. აღნიაშვილის აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა «ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა»‚ რამაც განაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს აღნიაშვილმა გამოსცა რუსულ-ქართული «უბის ლექსიკონი»‚ მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული (1890)‚ რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უირდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ ქართულ ხალხურ ზღაპრებს (1894). 1892−93 წლებში აღნიაშვილმა სკოლის გარეშე საკითხავად გამოსცა «ახალი ანბანის» რვა წიგნაკი. 1894 წელს გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად. 1896 წელს ჟურნალ «მოამბეში» (N 2−8) დაიბეჭდა აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი «სპარსეთი და იქაური ქართველები»‚ რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება‚ აღწერილია ფერეიდნელი ქართველების ზნე-ჩვეულებანი‚ ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობა. |
აღწერილობა: | გუნდი დაარსდა 1885 წელს |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Agniashvli_Lado_recto.jpg | რექტო | 897.17 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Agniashvli_Lado_verso.jpg | ვერსო | 682.69 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება