Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2437
Title: ლადო აღნიაშვილის პირველი გუნდი
Keywords: ჯგუფური ფოტო
ღია ბარათი
მუსიკალური ინსტრუმენტი
აღნიაშვილი, ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე
Abstract: ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი («ქართული ხორო»‚ ი. რატილის ლოტბარობით‚ 1885−86)‚ რამაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში − მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას‚ მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. აღნიაშვილის აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა «ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა»‚ რამაც განაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს აღნიაშვილმა გამოსცა რუსულ-ქართული «უბის ლექსიკონი»‚ მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული (1890)‚ რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უირდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ ქართულ ხალხურ ზღაპრებს (1894). 1892−93 წლებში აღნიაშვილმა სკოლის გარეშე საკითხავად გამოსცა «ახალი ანბანის» რვა წიგნაკი. 1894 წელს გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად. 1896 წელს ჟურნალ «მოამბეში» (N 2−8) დაიბეჭდა აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი «სპარსეთი და იქაური ქართველები»‚ რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება‚ აღწერილია ფერეიდნელი ქართველების ზნე-ჩვეულებანი‚ ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობა.
Description: გუნდი დაარსდა 1885 წელს
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Agniashvli_Lado_recto.jpgრექტო897.17 kBJPEGThumbnail
View/Open
Agniashvli_Lado_verso.jpgვერსო682.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.