ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/24314
სათაური: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე მოღვაწე მეცნიერები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მევენახეობა
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ჩოლოყაშვილი, სოლომონ მიხეილის ძე (1883-1944)
ჩახნაშვილი, ნადეჟდა
რამიშვილი, მაქსიმე (1903-1987)
რეზიუმე: სოლომონ ჩოლოყაშვილი - თავადი, ქართული მევენახეობის პატრიარქი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერული საწყისების ჩამოყალიბებასა და განვითარების საქმეში. მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტსა და სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში მუშაობისას სოლომონ ჩოლოყაშვილმა გარს შემოიკრიბა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მთელი თაობა და შექმნა ქართველ მევენახე-მეცნიერთა სახელოვანი სკოლა. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ: ვალერიან ქანთარია, მაქსიმე რამიშვილი, ნადეჟდა ჩახნაშვილი, დიმიტრი ტაბიძე, ალექსანდრე ხელაშვილი, ნატაშა მახარაძე, ქეთევან გეგეშიძე და სხვები. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრამ, იქ მოღვაწე მეცნიერების თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა ქართული მეღვინეობის წარმატებები XX საუკუნეში.
აღწერილობა: მარცხნიდან პირველი დგას: მაქსიმე რამიშვილი. სხედან: მესამე სოლომონ ჩოლოყაშვილი, მეხუთე ნადეჟდა ჩახნაშვილი. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნინო ერისთავი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
eristavi_08.jpgრექტო79.14 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
eristavi_09.jpgვერსო51.42 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება