Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/239925
Title: | წიგნის მუზეუმის გახსნა |
Authors: | წიკლაური, თამარ |
Keywords: | ჯგუფური წიგნის მუზეუმი კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984) ბეჟუაშვილი, დავით (1969) კელი, იან ქროუფორდ (1953) Kelly, Ian Crawford (1953) ჯაში, მარიამ (1976) გიორგაძე, მიხეილ (1967) |
Issue Date: | 17-Nov-2017 |
Abstract: | მარიამ ჯაში - ქართველი პოლიტოკოსი, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან). გიორგი კეკელიძე არის პრემია „საბას“ და წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.); იან კელი - აშშ-ის ელჩი საქართველოში, დიპლომატი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის წევრია. ის მინისტრ-მრჩევლის კლასს განეკუთვნება; მიხეილ გიორგაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (2014 წლიდან), ეკონომისტი; დავით ბეჟუაშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1999, 2004, 2008, 2012) წევრი, ბიზნესმენი |
Description: | გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს მისი წლების წინ ნაოცნებარი ახდა! წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი - მაგალითად; ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემებები, ინკუნაბულა და სხვა. 2) ვეფხისტყაოსნის მუზეუმი - წარმოდგენილია ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე 3 ) ილია დარბაზი - ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით 4) ბროსეს საცავი - ულტრათანამედროვე საცავი, შესაბამისი კლიმატ-კონტროლის აპარატურით. ჩვენი თანამშრომლების უდიდესი წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარულ პირველ კორპუსში განთავსდა და ის დავით ბეჟუაშვილის განათლების მხარდაჭერით მოეწყო. მარცხნიდან: დავით ბეჟუაშვილი, მარიამ ჯაში, მიხეილ გიორგაძე, გიორგი კეკელიძე, იან კელი |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Wignis_Muzeumis_Gaxsna 17.11.JPG | 156.54 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.