ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2354
სათაური: | ოლივერ უორდროპი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ამონაჭერი უორდროპი, ოლივერ (1864-1948) |
რეზიუმე: | ოლივერ უორდროპი - ბრიტანელი დიპლომატი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.1886 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის ავტორობით გამოიცა წიგნი „საქართველოს სამეფო“, 1894 წელს კი გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“-ს ინგლისური თარგმანი კომენტარებით. იმავე წელს დაიბეჭდა მარჯორი უორდროპის „ქართული ხალხური ზღაპრები“. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებულმა ვეფხისტყაოსნის პროზაულმა თარგმანმა, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოაქვეყნა ჯონ ოლივერ უორდროპმა. ოლივერმა ინგლისურად თარგმნა და 1914 წელს გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლისდება“, „ვისრამიანი“ და „წმ. იაკობის ცხოვრება“. იგი ასევე მუშაობდა შექსპირის ი. მაჩაბლისეულ თარგმანზე. მარჯორიმ ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა მისი „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის ნებართვას. ეს წერილი ილიამ გამოაქვეყნა „ივერიაში“, როგორც ნიმუში ქართული საუკეთესო პროზაული სტილისა. მ. უორდროპისეული „განდეგილი“ დაიბეჭდა ლონდონში 1895 წელს. მან ასევე აკაკი წერეთლის ლექსები თარგმნა. ცნობილ ინგლისელ ისტორიკოსთან უ. ალენთან ერთად, ოლივერმა ინგლისში დაარსა „საქართველოს საისტორიო საზოგადოება“ (1930წ.), გამოსცა ჟურნალი „Georgica”. |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Uordropi_Olivers_recto.jpg | რექტო | 243.38 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Uordropi_Olivers_verso.jpg | ვერსო | 61.72 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება