Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2236
Title: | ვიქტორ ნოზაძე |
Keywords: | პორტრეტი ნოზაძე, ვიქტორ (1893-1975) |
Abstract: | ვიქტორ ნოზაძე – რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად. 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. აქ წამოიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული "ჩხრეკა". ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები: "ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება" (1953, ბუენოს-აირესი), |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Nozadze_Viktor_recto.jpg | 232.24 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.