ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2205
სათაური: | აპოლონ ურუშაძე |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი სამხედრო ფორმა ურუშაძე, აპოლონ პავლეს ძე (1886-1961) |
რეზიუმე: | აპოლონ პავლეს ძე ურუშაძე - ქართველი მეცნიერი, სტომატოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1945), სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეკუთვნოდა აზნაურ ურუშაძეთა (ლანჩხუთი) შტოს. ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ იგორ ურუშაძის მამა.აპოლონ ურუშაძემ დაამთავრა პეტერბურგის უმაღლესი კბილ-საექიმო სასწავლებელი (1910) და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი (1926). 1910-1913 წლებში იყო პროფესორ ზვერჟხოვსკის ასისტენტი და კბილ-საექიმო კურსების ქირურგიული განყოფილების გამგე პეტერბურგში. 1913 წელს მიწვეულ იქნა რუსეთის საიმპერატორო კარზე და 1917 წლის შუა ხანებამდე იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ისპირადი ექიმი-სტომატოლოგი. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1917) იყო პეტერბურგის მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი. 1915 წელს მიენიჭა სამოქალაქო საკლასო ჩინი - "Действительный статский советник" ("ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი"), რომელიც ცარისტული რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო. იმავდროულად, ებოძა გრაფის ტიტული. 1918 წლის დამდეგს ურუშაძე დაბრუნდა საქართველოში. თბილისში ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო მოღვაწეობას. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Urushadze_Apolon_recto.jpg | რექტო | 187.43 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Urushadze_Apolon_verso.jpg | ვერსო | 220.69 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება