ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/217646
სათაური: ჟურნალ „ქართული ემიგრაციის" № 3(6) წარდგენა
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
„ქართული ემიგრაცია", ჟურნალი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
გიორგი მაჩაბლის ფონდი
ჯერვალიძე, სოფიკო
ჯანელიძე, ოთარ (1954)
სარაჯიშვილი, გოგი
თურმანაული, ომარ ბეწინას ძე (1959)
გამოცემის თარიღი: 29-Jun-2016
რეზიუმე: გოგი სარაჯიშვილი - ქრთველი მკვლევარი, ისტორიკოსი; ოთარ ჯანელიძე - ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ "ქართული ემიგრაციის", რედაქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კონგრესის წევრი; სოფიკო ჯერვალიძე - ქართველი ლიტერატორი, რედაქტორი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ემიგრანტ ისტორიკოსისა და ჟურნალისტის ციცინო ჯერვალიძის და; ომარ თურმანაული - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმენლი
აღწერილობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჟურნალ „ქართული ემიგრაციის" № 3(6) წარდგენა გაიმართა. სამეცნიერო ჟურნალი "ქართული ემიგრაცია" (რედაქტორი ­ პროფესორი ოთარ ჯანელიძე) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და გიორგი მაჩაბლის ფონდის ერთობლივი პროექტია. გამოცემა 2011 წელს კრებულის სახით დაფუძნდა, ხოლო მიმდინარე წელს ჟურნალად გარდაიქმნა და ამიერიდან წელიწადში ორჯერ გამოვა. ეს პერიოდული ორგანო ქართული ემიგრაციის პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოლპულარიზაციას ემსახურება. აშუქებს ქართული ემიგრაციის წარსულისა და დღევანდელობის აქტუალურ საკითხებს. მასში წარმოდგენილია ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემაულეთა კვლევითი ნაშრომები მეცნიერების ცალკეული სფეროდან, დაბეჭდილია ქართული ემიგრაციის ისტორიასთან დაკავშირებული მემუარული ხასიათის პუბლიკაციები, დოკუმენტური და სხვა მასალა. მარჯვნიდან: ომარ თურმანაული, სოფიკო ჯერვალიძე, გოგი სარაჯიშვილი, წინა პლანზე მარცხნიდან პირველი - ოთარ ჯანელიძე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Jurnal_Qartuli_Emigraciis_Nomris_Wardgena (2).JPG171.38 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება