ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/216255
სათაური: არნოლდ გეგეჭკორის წიგნის "ეს არის საქართველო" პრეზენტაცია
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
გეგეჭკორი, არნოლდ (1940)
"ეს არის საქართველო"
პრეზენტაცია
ლორთქიფანიძე, დავით ოთარის ძე (1963)
გამოცემის თარიღი: 23-Jun-2016
რეზიუმე: დავით ლორთქიფანიძე - ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (2001), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (2004-დან), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2007), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილი წევრი (2007). ცნობილი არქეოლოგის ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟი.
აღწერილობა: ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში არნოლდ გეგეჭკორის წიგნის "ეს არის საქართველო" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნს თან ერთვის ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის წინასიტყვაობა, რომელიც წიგნის შექმნაში მონაწილეობდა. „ეს არის საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში არიან გიგა ბათიაშვილი, ბაკურ გულუა, გოგი დოლიძე, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, გენო კალანდია, დავით მაღრაძე, როინ მეტრეველი, რევაზ მიშველაძე, მურაზ მურვანიძე, დათო ტურაშვილი, გელა ჩარკვიანი, გია ჭუბაბრია. წიგნში შესულია არნოლდ გეგეჭკორის მიერ გადაღებული ფოტოები საქართველოს ყველა კუთხიდან, პეიზაჟი და ამ კუთხეების შვილთა პორტრეტები. საქართველოზე დაწერილ მორიგ ნაშრომში მთავარი სწორედ მის მიერ ქვეყნის მთა-ბარის, ადგილობრივი ადამიანის, მისი ყოფის ამსახველი ფოტოსურათებია, უმრავლესობა - ფერადი სახით გამოცემული. პრეზენტაციის სტუმრები. მეორე რიგში მარცხნიდან მეორე დავით ლორთქიფანიძე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Arnold_Gegechkori_Es_Aris_Saqartvelo (30).JPG260.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება