Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2105
Title: ამბაკო ჭელიძე მეგობართან ერთად
Authors: მიჩნიკი, სამუელ
Мичник, Самуэль А.
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჭელიძე, ამბაკო სოლომონის ძე (1878–1940)
Abstract: ამბაკო სოლომონის ძე ჭელიძე – ქართველი მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. 1895 წლიდან მუშაობდა „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წწ.). 1927 წ. იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას; იყო თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოების წევრი. მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. ჭელიძემ აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თსუ-ს დავალებით სრულად თარგმნა ნიზამის პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „ბუსთანი“ (1955), „გოლესთანი“ (1948). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).
Description: მარჯვნივ: ამბაკო ჭელიძე. ვერსოზე გამოსახულია ფოტოატელიეს მებლემა და მითითებულია ფოტოგრაფის გვარი. ფოტო გადაღებულია თბილისში.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Chelidze_recto.jpgრექტო160.32 kBJPEGThumbnail
View/Open
Chelidze_verso.jpgვერსო215.98 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.