ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2105
სათაური: | ამბაკო ჭელიძე მეგობართან ერთად |
ავტორები: | მიჩნიკი, სამუელ Мичник, Самуэль А. |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ჭელიძე, ამბაკო სოლომონის ძე (1878–1940) |
რეზიუმე: | ამბაკო სოლომონის ძე ჭელიძე – ქართველი მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. 1895 წლიდან მუშაობდა „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წწ.). 1927 წ. იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას; იყო თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოების წევრი. მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. ჭელიძემ აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თსუ-ს დავალებით სრულად თარგმნა ნიზამის პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „ბუსთანი“ (1955), „გოლესთანი“ (1948). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964). |
აღწერილობა: | მარჯვნივ: ამბაკო ჭელიძე. ვერსოზე გამოსახულია ფოტოატელიეს მებლემა და მითითებულია ფოტოგრაფის გვარი. ფოტო გადაღებულია თბილისში. |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Chelidze_recto.jpg | რექტო | 160.32 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Chelidze_verso.jpg | ვერსო | 215.98 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება