Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/205771
Title: პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ პრეზენტაცია
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
ახალი სპორტის სასახლე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
„წიგნი ყველა სოფელს", საქველმოქმედო პროექტი
პრეზენტაცია
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
„ვისოლ ჯგუფი"
"პალიტრა L", გამომცემლობა
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"
„დავითიანნი", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა
"სტუდენტური ერთიანობა"
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა
მემორანდუმი
ხოსიტაშვილი, მირიან
დარჩია, მარიკა (1953)
ჯაველიძე, რევაზ (1975)
ხეჩიკაშვილი, ტარიელ
ფხაკაძე, სოსო
ღაჟონია, ბექა
Issue Date: 19-May-2016
Abstract: სოსო ფხაკაძე - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი; რევაზ ჯაველიძე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე; მარიკა დარჩია - ჰუმანიტარული ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის ლექტორი, არასამთავრობო ორგანოების საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მედია სახლი "პალიტრას" კრეატიული დირექტორი; ბექა ღაჟონია - ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ თავმჯდომარე, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი
Description: ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" 2 წლის მანძილზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. პროექტის პარტნიორების „ვისოლ ჯგუფის", გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", ახალგაზრდული მოძრაობა - "დავითიანნისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის აქტიური მხარდაჭერით 2 წლის განმავლობაში საერთო ჯამში შეგროვდა 35 ათასი წიგნი, რომელიც გადაეცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 200-მდე ბიბლიოთეკას. 2016 წელს კი პროექტი სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ,,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 2016 წელს პროექტი განხორციელდა "სტუდენტური ერთიანობის", „ვისოლ ჯგუფის", გამომცემლობა "პალიტრა L"-ის , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა - „დავითიანნისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მხარდაჭერით. 2016 წლის მაისიდან 5 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შეგროვდა წიგნები და უსასყიდლოდ დარიგდა მთელი საქართველოს მასშტაბით. წიგნების შესაგროვებლად, თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთები განთავსდა. "წიგნი ყველა სოფელს" საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეეძლო წიგნები უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიეტანა. მარცხნიდან მეორე ბექა ღაჟონია, მეორე სოსო ფხაკაძე, მესამე ტარიელ ხეჩიკაშვილი, მეოთხე რევაზ ჯაველიძე, მეხუთე მარიკა დარჩია, მარჯვნიდან პირველი: მირიან ხოსიტაშვილი.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Wigni_Yvela_Sofels_Memorandumi (9).jpg300.82 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.