ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2044
სათაური: | იოსებ იმედაშვილი საქართველოს წიგნის პალატის სამეცნიერო საბჭოში კითხულობს "მოღვაწეთა ლექსიკონს" |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე (1876-1952) |
რეზიუმე: | იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი (დ. 20 აპრილი, 1876, სოფ. ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი - გ. 5 მაისი, 1952, თბილისი)– ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე. იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული - "ცხოვრების სარკე" (1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი "აახ-ვაახ", ლექსთა რამდენიმე წიგნაკი ("სიყვარულის ძალა", 1904; "პროლეტარიატის ჰიმნი", 1905; "წითელი დროშა", 1904) და სხვა. 1904 წელს გამოსცა პირველი "უცხო სიტყვათა ლექსიკონი" (II, III გამოც. 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება", გაზეთებს "ხალხის ერთობა", შემდეგ "ხალხის თავისუფლება". ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე" (1919-1921) და "ციბრუტი" (1940). 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები ("ნამუსიანი ხალხი", "ალების ცეკვა", "მზე ჩაწსვება" და სხვა) და პოემები ("მზეთა-მზე", "მშვენიერა"). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები "იოსებ ლაღიაშვილი" (1920), "უკანასკნელი დედოფალი" (1929). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი". |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Imedashvili_Ioseb_01_recto.jpg | 177.01 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება