ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/20306
სათაური: მარი ბროსეს სკოლის 15 წლის იუბილე
სხვა სათაური: Quinzieme anniversaire de l'ecole Marie Brosset
ავტორები: მარი ბროსეს ქართული სკოლა
Ekole Francaise Marie Brosset
საკვანძო სიტყვები: აფიშა
სკოლა
ბროსე, მარი (1802-1880)
იუბილე
რეზიუმე: მარი ფელისიტე ბროსე - ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი. დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულსა და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა. დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. ბროსემ დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი". ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
აღწერილობა: მარი ბროსეს სკოლის 15 წლის იუბილე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
mari brose.jpg1.13 MBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება