ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/20117
სათაური: ლორდ ბაირონის 225 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე
საკვანძო სიტყვები: აფიშა
იუბილე
ბაირონი, ჯორჯ გორდონ (1788-1824)
რეზიუმე: ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი - დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული "მოცალეობის საათები" 1807 გამოვიდა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი
აღწერილობა: ბაირონის 225 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
baironi.jpg523.43 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება