ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/20064
სათაური: | ვერა ფაღავა, თბილისი |
სხვა სათაური: | Vera Pagava, Tbilisi |
ავტორები: | ვერა ფაღავას ასოციაცია Associacion Vera Pagava საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი Institut Francais de Georgie საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა Galerie Nationale Dimitri Shevardnadze du Musee National de Georgie |
საკვანძო სიტყვები: | აფიშა გამოფენა ფაღავა, ვერა მხატვარი |
გამოცემის თარიღი: | 2012 |
რეზიუმე: | ვერა ფაღავა - დაიბადა 1907 წელს, თბილისში, მაგრამ 1921 წლიდან იგი უკვე მშობლებთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა, 1923 წლიდან კი პარიზში. ხატვისა და ძერწვის ნიჭით დაჯილდოვებული ქალიშვილი მშობლებმა ჯერ დეკორაციული ხელოვნების სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნოში. 1934-1939 წლებში ვერა ფაღავა სწავლობდა რანსონის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ როჟე ბისსიერთან. 1944-1960 წლებში პარიზის ცნობილ ჟან ბუშეს გალერეაში პერიოდულმა პერსონალურმა გამოფენებმა ვერა ფაღავას საყოველთაო აღიარება მოუტანა. როგორც ცნობილი მხატვარი, იგი მონაწილეობდა პეტერბურგის, ბრიუსელის, ვენის, ბერლინის, სტოკჰოლმის, დიუსელდორფის, ტურინის, რომისა და მხატვართა სხვა საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნახატები შეძენილი აქვთ შვედეთისა და გერმანიის მუზეუმებს, ხოლო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ციურიხის, ლოზანისა და დიჟონის მუზეუმებში ვერა ფაღავას ნამუშევრები წარმოდგენილია მუდმივ ექსპოზიციებში... ვერა ფაღავა მუშაობდა როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე წიგნის გაფორმება-ილუსტრაციასა და ეკლესიათა ფანჯრების მოხატვაში. ფაღავასეული ვიტრაჟები მიჩნეულია ნამდვილ შედევრებად |
აღწერილობა: | ვერა ფარავას გამოფენა თბილისში; აფიშაზე დაბეჭდილია ვერა ფაღავას პორტრეტი; ტექსტი დაბეჭდილია ქართულ და ფრანგულ ენებზე |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
vera faRava.jpg | 1.43 MB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება