ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1936
სათაური: შიო მღვიმელი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
მღვიმელი (ქუჩუკაშვილი), შიო ილარიონის ძე (1866-1933)
გამოცემის თარიღი: 25-Apr-1933
რეზიუმე: შიო მღვიმელი - ქართველი საბავშვო მწერლის, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილის ფსევდონიმია. იგი დაიბადა 1866 წელს ქარელის რაიონის სოფელ ბრეთაში. იყო ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1923 წელს მიენიჭა დამსახურებული მწერლის წოდება. გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშაობდა ჯერ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან - ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციაში კორექტორად. 1885 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "დილა". მალე დაიწყო მისი ლექსების პატარ-პატარა წიგნებად გამოცემა. აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში "ჯეჯილსა" და "ნაკადულში", შემდეგ "პიონერსა" და "ოქტომბრელში". სიკეთე, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება, ჰუმანიზმი იყო ის ძირითადი თემები, რომლებსაც ავითარებდა თავის პოეზიაში. პედაგოგიურ შეხედულებათა ზედმიწევნით მცოდნე შიო მღვიმელი მომავალ თაობას კაცთმოყვარეობასა და მომავლის რწმენას უღვივებდა. გარდა ლექსებისა, მას ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული და ორიგინალური ზღაპრები: "რწყილი და ჭიანჭველა", "ყვინჩილა და ფისო", "ოქროს თავთავი", "ძუნწი" და სხვა. პოეტური ენის სისადავე, ხალხურ პოეზიასთან სიახლოვე მღვიმელს ანათესავებდა, ერთი მხრივ, ა. წერეთლის სკოლის პოეტებთან, მეორე მხრივ კი - ვაჟა-ფშაველასთან. პოეტს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ვაჟასთან, ეკატერინე გაბაშვილთან, რომლებმაც გაითვალისწინეს საზოგადოებრივი აზრი და 1916 წელს 30 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე გადაუხადეს. გარდაიცვალა 1933 წელს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში
აღწერილობა: ორიგინალის ზომა: პასპარტუ 251x195, ფოტო 165x115
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mgvimeli_Shio_recto.jpg204.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება